ტექნიკური დოკუმენტაცია

ტექნიკური დოკუმენტაცია

ტექნიკური დოკუმენტაცია საბაზისო პაკეტია, რომელიც აკავშირებს ფასადის სისტემის ცალკეული პროდუქტების მახასიათებლებს  არქიტექტურული პროექტის საჭიროებებთან. დოკუმენტი აერთიანებს პროდუქტის სპეციფიკაციებს და ტექნიკურ პარამეტრებს, რაც გამორიცხავს ორაზროვნებას კომუნიკაციის პროცესში. დოკუმენტაცია განსაზღვრავს ტექნიკურ პასუხისმგებლობას ჩართულ მხარეებს შორის და პრევენციას ახდენს შემსრულებლის მხრიდან თვითნებურ ცვლილებებისგან. იგი უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარე ერთიანი და ზუსტი მონაცემებით ხელმძღვანელობდეს. შედეგად, თქვენი პროექტი დაზღვეულია ტექნიკური ხარვეზებისა და მშენებლობის პროცესში ბიუჯეტის გაუთვალისწინებელი ზრდისგან.