„რეგონი“ სისტემური საფასადე მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიაა. საერთაშორისო მომწოდებლებთან მჭიდრო კოლაბორაციით, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების პროდუქციის ფართო არჩევანს.
ჩვენი სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ გაყიდვით; ეს არის თითოეული პროექტისთვის მასალების მოწოდების ჯაჭვის ინდივიდუალური მართვა — საიმპორტო პროცესებისა და რისკების სრული კონტროლით. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აღნიშნული მომსახურება ვრცელდება პროექტებზეც, სადაც ტრანზაქციას თავად დამკვეთი ახორციელებს, ჩვენი ჩართულობა კი პირდაპირ განსაზღვრავს მოწოდების ხარისხს, პროექტის ტემპსა და ვადებს.