„რეგონი“ დამკვეთს სთავაზობს ფასადის სისტემების სამონტაჟო მომსახურებას ნებისმიერი სირთულის პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი აქცენტი სისტემების იმპორტი და ინტეგრაციაა, ჰოლდინგში შემავალი რესურსისა და ტექნიკური ბაზის საფუძველზე, ჩვენ სრულად ვფარავთ ინსტალაციის ციკლსაც. დამკვეთი იღებს ერთი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეულ ბიზნეს პროცესს, რომელიც აერთიანებს მრავაწლიანი მონტაჟის გამოცდილებას, თქვენი პროექტის საერთო დინამიკასთან თანხვედრას, გამართულ დოკუმენტბრუნვას და ეფექტურ კომუნიკაციას სხვადასხვა კონტრაქტორებთან.