ჩვენ შესახებ

ვინ ვართ

კომპანია რეგონი დაარსდა 2026 წელს იმ მარტივი მიზნით, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ შეუზღუდავი წვდომა ნებისმიერი ტიპის ფასადის მასალებსა და სისტემებზე.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვართ ფასადის მასალების და სისტემების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ამ პროცესს აერთიანებს საინჟინრო სერვისებთან. მყიდველებსა და არქიტექტორებს ვუზრუნველყოფთ არა მხოლოდ პროდუქციის შერჩევით და მიწოდებით, არამედ მისი სრულყოფილი ინტეგრაციით პროექტში. ვმუშაობთ საერთაშორისო მომწოდებლების ფართო ქსელთან და წარმატებულ ევროპულ ბრენდებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევარჩიოთ ოპტიმალური გადაწყვეტა ნებისმიერი მოთხოვნისთვის.

ჩვენი ხედვა

სწორად შერჩეული და ეფექტურად დანერგილი ფასადის სისტემა უზრუნველყოფს არქიტექტურულ ესთეტიკას, შესრულების ეფექტურობას და შენობის გრძელვადიან ექსპლუატაციას. ჩვენი მიზანია, პროექტებს მივაწოდოთ პროდუქტების და სერვისების სისტემური, სრულყოფილი პაკეტები — პროექტის სპეციფიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

გამოცდილება

ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი საერთაშორისო სტანდარტების პროექტებზე მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკას ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნიდან მომარაგების ჯაჭვების მართვამ და მრავალფეროვანი ფასადური სისტემების ინტეგრაციამ მოგვცა მთავარი — პროცესის სრული კონტროლის და ხარისხის გარანტია ნებისმიერი მასშტაბის პროექტში.

ფასადის სისტემებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება

ფასადის სისტემებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება